ევროტურნირები

 2018/15/08 23:54

ევროტურნირები
ჯერარდი სხვა გუნდებისთვის მიბაძვას არ აპირებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, სტივენ ჯერარდის რეინჯერსმა სლოვენიური მარიბორი 3:1 დაამარცხა. ლივერპულის ლეგენდის განცხადებით, ის სხვა გუნდების მსგავსად, დაცვაში ჩადგომას არ აპირებს.

იმის გამო, რომ მარიბორმა გასვლაზე გოლის გატანა მოახერხა, ჯერარდის შეგირდები მაინც ფრთხილად იქნებიან. 

მარიბორს, გარკვეულ მომენტებში, რისკზე წასვლა მოუწევს, ამიტომ შემტევის პოტენციალის მოთამაშეებს ვათამაშებ, რათა მეტოქე ამ გზით დავამარცხოთ.

ჩვენ არ ვაპირებთ, 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ჩადგომას. ეს თამაში შესაძლებლობას მოგვცემს, ყველას ვაჩვენოთ ჩვენი გუნდურობა. 

მსურს, ჩემმა მოთამაშეებმა მაღალ დონეზე იასპარეზონ და ყველას აჩვენონ საკუთარი ბრძოლისუნარიანობა, – განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

მარიბორისა და რეინჯერსის შეხვედრა 16 აგვისტოს, 22:15 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები



Error
Whoops, looks like something went wrong.