ლეგიონერები

 2019/09/02 08:50

ლეგიონერები
ჯენინგის ლიდერობა და გამარჯვება ბაიერნთან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის 22-ე ტურში, ბასკონიამ უშუალო კონკურენტი ბაიერნი მიიღო. გერმანიაში გამართული მატჩის მსგავსად, ძალიან დაძაბული შეხვედრა გაიმართა.

პირველი ტაიმი თანაბრად მიმდინარეობდა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, ხოლო გამარჯვება ბასკონიას დარჩა – 38:37. საბედნიეროდ, დიდი შესვენების შემდეგ ესპანელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ბაიერნმა ერთხელ ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე მეოთხედში მასპინძლები 10 ქულითაც იგებდნენ, თუმცა, მეტოქემ სხვაობა ორი ქულით შეამცირა – 68:76.

მეტ ჯენინგმა შესანიშნავად ითამაშა და ქულების მხრივ საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. ჩვენებურმა 29'49 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა. მეტმა 7-დან 3 სამიანი და 3-დან 2 საშუალო გამოიყენა.

ბასკონიას მორიგი მეტოქე მადრიდის რეალი იქნება. შეხვედრა 10 თებერვალს, 22:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები