ევროტურნირები

 2018/09/11 02:44

ევროტურნირები
ჯენარო გატუზო: პირველი ტაიმი დავთმეთ
ავტორი
გოგა წურწუმია

ევროპა ლიგაზე ბეტისთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, მილანის დამრიგებელმა, ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა. 

–  პირველი ნახევარი საშინელება იყო, შემდეგ სქემა შევცვალე და თამაშის ხარისხი ასე თუ ისე გამოსწორდა. ძალიან ძნელია როდესაც გიწევს დანაკლისით თამაში. ალბათ, ხვალ მეცოდინება უკვე თუ ვისთან ერთად განვაგრძობთ ბრძოლას, ვინ შეძლებს თამაშს და ვინ ვერა . იუვე? ახლა მხოლოდ თვითფრინავზე ვფიქრობ სადაც 2.5 საათი მომიწევს ჯდომა. იუვეზე შემდეგ ვიფიქრებთ. შეიძლება, ჩვენზე ძლიერი მეტოქეა იუვე, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენ ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ –  განაცხადა რინომ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები