ლეგიონერები

 2019/11/01 02:42

ლეგიონერები
ჯანო ანანიძე: დასამალი არ არის, რომ...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ, სპარტაკიდან წასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ვიტესში გადასასვლელად დიდ დათმობებზე წავიდა, მაგრამ საბოლოოდ, კრილიაში აღმოჩნდა. 

– დასამალი არ არის, რომ ძალების ევროპაში მოსინჯვა მსურდა. არნემის ვიტესის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიწვევდა და ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ ეს ვარიანტი იყო. სამწუხაროდ, გარკვეული სირთულეები შეიქმნა დოკუმენტებთან დაკავშირებით. არადა, თანახმა ვიყავი, ფინანსური კუთხით სერიოზულ დათმობებზე წავსულიყავი, მაგრამ იქ გადასვლა მაინც არ შედგა.

ვიტესი გამოირიცხა და მივდივარ კრილიაში. 14 იანვარს შეკრება დაიწყება. იყო რუსეთიდან სხვა ვარიანტებიც, მაგრამ სამარელთა მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა პირადად დამირეკა. დავპირდი, რომ თუ უცხოურ კლუბში გადასვლას ვერ შევძლებდი, სწორედ მის გუნდში გადავიდოდი, – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, ანანიძე სპარტაკში 2009 წლიდან ირიცხება, თუმცა ხშირად ტრავმიანობდა და ძირითადად სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად მოიაზრებოდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები