ლეგიონერები

 2019/14/08 20:10

ლეგიონერები
ჯანო ანანიძე: დამნაშავე ვარ!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯანო ანანიძის ინტერვიუ გაავრცელა. 

ჩვენებურმა ინტერვიუში ტრავმებზე, სამარაში გატარებულ დროსა და სპარტაკში ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა: 

დაპირისპირება ბაზელთან და გამარჯვების გოლი...

– მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ახლა საერთოდ სხვა გუნდი გვყავს. თუმცა, ამ მატჩის გახსენება სასიამოვნოა. 93-ე წუთზე მაკგიდმა ჯარიმა გამოიმუშავა. ჩვენ თამაშამდე შევთანხმდით, სახიფათო ჯარიმის შემთხვევაში, მე ვცდიდი. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიმართლა. ბურთი ძელს მოხვდა და კარში შევიდა. 

კრილიაში გატარებული პერიოდი... 

– სამარაში მოედანზე რეგულარულად გავდიოდი, თუ არ ჩავთვლით ბოლო ტურებს, რაც მცირე დაზიანების გამო გამოვტოვე. საბედნიეროდ, ახლა არაფერი მტკივა. ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია სათამაშო დრო. 30-40 წუთი, ფაქტობრივად, არაფერია. 

ტრავმების მიზეზი... 

– დამნაშავე ვარ, რადგან ადრე ტრენაჟორებს აქტიურად არ ვსტუმრობდი. არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა ივარჯიშო, თუმცა, ვარჯიში საჭიროა, რათა კუნთები და სახსრები ტონუსში იყოს.

ახალი სეზონი... 

– ჩემპიონატი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გუნდში განსხვავებული შემადგენლობაა და შეთამაშება გვჭირდება. სოჭში არც ისე კარგად გამოვიყურებოდი, ტამბოვთან კი წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დალაგდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები