ეროვნული ლიგა 2

 2019/18/07 15:32

ეროვნული ლიგა 2
ივანიაძე სამტრედიას მაისურს მოირგებს
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

საფხბურთო კლუბ სამტრედიას Facebook გვერდის ცნობით, შევარდენი 1906-ის ყოფილი შემტევი, გიორგი ივანიაძე, სეზონის ბოლომდე სამტრედიას მაისურს მოირგებს.

19 წლის თავდამსხმელი ბოლოს CRYSTALBET ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ შევარდენი 1906-ში გამოდიოდა, სადაც 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღება 7-ჯერ მოახერხა. ფეხბურთელი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლავთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები