იტალია

 2019/04/09 17:18

იტალია
იუვენტუსს პრემიერ ლიგის ორი თავისუფალი აგენტი სურს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

იუვენტუსმა 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წინასწარ დაიწყო ფიქრი. იტალიელებს პრემიერ ლიგის ორი თავისუფალი აგენტი სურთ.

კერძოდ, კრისტიან ერიქსენი და ვილიანი, რომელთაც საკუთარ კლუბებთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტები გახდებიან.

Tuttosport-ის ცნობით, მათთვის უმთავრესი ტოტენჰემის ნახევარმცველია და ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში გეგმავენ. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. მის შეძენას მადრიდის რეალის წარმომადგენლებიც ცდილობდნენ და დიდია ალბათობა, რომ დანიელის მიმართ ინტერესები განაახლონ. შესაბამისად, არჩევანს თავად ფეხბურთელი გააკეთებს.

ნაკლები ყურადღება არც ვილიანს დაეთმობა, ვის დამატებასაც ბევრი მაღალი დონის კლუბი შეეცდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები