ესპანეთი

 2019/15/04 13:59

ესპანეთი
იუვენტუსს ბარსელონას ფეხბურთელი უნდა
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Footmercato-ს ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელი, სამუელ უმტიტი, ტურინის იუვენტუსს უნდა. წყაროს ცნობით, იტალიური გრანდი ფრანგი მცველის სანაცვლოდ, 80 მილიონ ევროს იხდის. 

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი „ბლაუგრანადან“ წასვლას არ გეგმავს, თუმცა, ზაფხულში, მატიას დე ლიხტის ესპანურ გრანდში გადაბარგების შემთხვევაში, შესაძლოა, მან წასვლაზე დაიწყოს ფიქრი. 

უმტიტი ბარსელონაში 2016 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ის ხშირად ტრავმიანობს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები