სხვადასხვა

 2019/08/08 01:54

სხვადასხვა
იუვენტუსმა და სიტიმ ფეხბურთელები გაცვალეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

იუვენტუსმა და სიტიმ ფეხბურთელები სხვადასხვა ფასის სანაცვლოდ გაცვალეს. დანილო იტალიაში წავიდა, ხოლო ჟოაო კანსელო კარიერას ინგლისის მოქმედ ჩემპიონში გააგრძელებს.

მანჩესტერელებმა კანსელოში 65 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტი 6 წლით გაუფორმეს, ხოლო დანილო 37 მილიონი ევრო დაჯდა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება. 

25 წლის პორტუგალიელი იუვენტუსში ერთი სეზონით იყო და 34 მატჩში 1 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. დანილომ ინგლისში 2 სეზონი გაატარა და 60 შეხვედრაში 4 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემა მოაგროვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები