იტალია

 2019/04/09 16:51

იტალია
იუვენტუსი რაკიტიჩს არ ეშვება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

Tuttosport-ის ცნობით, ივან რაკიტიჩი კვლავ იუვენტუსის რადარზეა. იტალიელები ხორვატის შეძენას იანვარში შეეცდებიან.

რაკიტიჩს გუნდის დატოვება და იუვენტუსში გადასვლა სურდა, მაგრამ ბარსელონამ წასვლის უფლება არ მისცა. ამასთან, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და კლუბში დარჩენა მოუწევს.

იტალიელები დანებებას არ აპირებენ და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ესპანელებისთვის შეთავაზების გაკეთება სურთ. თუ საწადელს ვერც ზამთარში მიაღწიეს, მცდელობას მომავალ ზაფხულს გააგრძელებენ. 

ლა ლიგის ახალ სეზონში ბარსელონამ 3 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ 31 წლის ხორვატმა მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა, ისიც 45 წუთით.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები