იტალია

 2019/06/09 21:53

იტალია
იუვენტუსი ნეიმარისთვის 100 მილიონსა და ფეხბურთელს თმობდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე ნეიმარის საგა დასრულდა. ბრაზილიელის ყიდვა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და პარიზში მოუწია დარჩენა.

ბარსელონასთან და რეალთან ერთად, მისი გადაბირებისთვის იუვენტუსიც იბრძოდა, რომელმაც შეთავაზება ბოლოს გააკეთა. როგორც ცნობილი გახდა, იტალიელები ფრანგებს 100 მილიონთან ერთად პაულო დიბალას სთავაზობდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლები შეთავაზებას იქამდე არ განიხილავდნენ, სანამ დიდი ოდენობის თანხას არ მიიღებდნენ, რათა მათ მიერ 2017 წელს გადახდილი 222 მილიონი ევრო ამოეღოთ. თავად ფეხბურთელს არათუ იუვენტუსში, არამედ ესპანეთში დაბრუნება სურდა. თუმცა, საბოლოო შედეგით თავად საფრანგეთში, ხოლო დიბალა იტალიაში რჩება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები