ინგლისი

 2019/20/05 22:30

ინგლისი
იუნაიტედმა თვალი ატლეტიკოს ფეხბურთელს დაადგა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

Express Sport–ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის, ტომას პარტეის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს, რადგან მას ანდერ ერერას შემცვლელად მოიაზრებს.

ინგლისელები მის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობენ, ამიტომ ატლეტიკოსთვის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. 

თუმცა, მისი დამატება მარტივი არ იქნება. ტომასის შეძენით არსენალიცაა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ატლეტიკოსა და ლევანტეს შეხვედრას უნაი ემერი დაესწრო.

ფაქტია, დიდია იმის ალბათობა, რომ 25 წლის განელი მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. მიმდინარე სეზონში პარტეიმ ატლეტიკოს მაისური 42-ჯერ მოირგო და 3 გოლიც გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები