ესპანეთი

 2019/17/07 18:26

ესპანეთი
იუნაიტედი რეალს გზას უკეტავს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდის რეალში პოგბას შეძენის იმედები ნელ-ნელა ქრება, რადგან პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უფრო და უფრო მცირე დრო რჩება, რაც ფრანგის შეძენის შანსებს ამცირებს.

ამ ყველაფეს ისიც აჭიანურებს, რომ ინგლისელები 200 მილიონს ითხოვენ, რაც ესპანელთა გეგმებში არ შედის. ამასთან, პოგბა ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და ავსტრალიურ შეკრებაზე კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. შესაბამისად, რეალს ფეხბურთელის გააქტიურების და კლუბზე ზეწოლის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

ზინედინ ზიდანისთვის პოგბას შეძენა პრიორიტეტულია, თუმცა, ალტერნატიულ ვარიანტად ერიქსენი-ვან დე ბეეკის დუეტი კვლავ განიხილება. ასევე, მადრიდელები ფულის შესაგროვებლად, რამდენიმე მოთამაშის გაშვებასაც გეგმავენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები