ინგლისი

 2019/12/06 15:31

ინგლისი
იუნაიტედი და სიტი მცველის შეძენისთვის შეეცილებიან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

Sky Sports-ის ცნობით, ორი მანჩესტერული გრანდი ლესტერის ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაიერის დასამატებლად იბრძოლებს.

„მელიები“ მასში 90 მილიონ ევროს ითხოვენ. ტრანსფერის შემთხვევაში, ინგლისელი ვირჯილ ვან დაიკის რეკორდს მოხსნის.

სიტის მაგუაიერი ვინსენტ კომპანის შემცვლელად სურს, ხოლო იუნაიტედს დაცვის ცენტრის განახლება ესაჭიროება. „წითელი ეშმაკების“ ალტერნატიული ვარიანტი კალიდუ კულიბალი გახლავთ.

2017 წელს, ლერსერში გადასვლის შემდეგ, მაგუაიერმა გარეტ საუთგეიტის გაწვრთნილ ინგლისის ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები