იტალია

 2018/06/12 22:12

იტალია
იტალიური გრანდის ფეხბურთელი ქალბატონს დაეჯახა
ავტორი
გოგა წურწუმია

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის ინტერის ფეხბურთელი, ლაუტარო მარტინესი, Porsche Boxster-ით ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

აღნიშნული ფაქტი ბუონაროტის ქუჩაზე მოხდა. მარტინესმა დაუყოვნებლივ სასწრაფოში დარეკა და 37 წლის ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები