სხვადასხვა

 2019/12/01 16:48

სხვადასხვა
იტალიელები,ისევ დავადუმეთ [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ლოკომოტივმა თავისი მოსაგები მოიგო, ახლა  ფიამე ოროს იმედზე ვართ. ევროპული რაგბის რანგით მესამე ტურნირის,კონტინენტის ფარის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა იტალიურ ფიამე ოროს უმასპინძლა და 47:10 გაანადგურა. შეხვედრა, თემურ ბენდიაშვილის გუნდის უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებშივე შეძლეს დიდი უპირატესობის მოპოვება. ლოკომოტივის შერკინება რთული გასაჩერებელი და ყველასთვის ამოუცნობი ფენომენი რომაა, ამასში იტალიელები კიდევ ერთხელ, დარწმუნდნენ.  ჯერ, ბექა წიკლაურმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. შემდეგ, მეტოქის ხუთ მეტრიან ზონაში, შერკინებაში, იტალიელებს კარგად მივაწექით და რამდენიმე მოკლე-მოკლე დარტყმების შემდეგ, გაგა არაბული შევიდა მეტოქის ჩათვლის მოედანში. ბექა წიკლაურმა გარდასხვა ზუსტად შეასრულა. მალევე, ხაზზე უპირატესობა შევქმენით და თბილისის ლოკომოტივის საუკეთესო მელელოვემ გიორგი შკინინმა დაამიწა ბურთი.  ტაიმის მიწურულს  ლოკომოტივის მორაგბეები ცოტათი მოდუნდნენ და დაისაჯნენ კიდეც. დღევანდელ შეხვედრაში ფიამე ოროს ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა ჯოვანი დ'ონოფრიომ  ლელოთი დაასრულა.

მეორე ნახევარში კი, ლოკომოტივმა გაილაღა და ფიამე ოროც განადგურდა. ქართული კლუბისგან,ზუსტად ისეთი თამაში მივიღეთ, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება. ლაღი, თავისუფალი რაგბი. განსაკუთრებით, ბექა წიკლაურის ბრწყინვალე თამაში უნდა აღვნიშნოთ. საქართველოს ნაკრებისა და ლოკომოტივის ფულბეკმა ჯერ, 55 მეტრის მანძილიდან შეძლო არეკნის გატანა, რასაც ორი ლელოც მიაყოლა.   თავისი ლელეობი ზვიად მაისურაძემ და  ზურაბ ძნელაძემაც გაიტანეს და ანგარიში  გამანადგურებელი გახდა. 

ფიამე ორომ, ბოლოს, ერთი ლელოს დადებაც მოახერხა და მატეო კორნელიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

საბოლოოდ, 47:10  თბილისის ლოკომიტივის სასარგებლოდ და ფიამე ოროს განადგურების მიუხედავად, ლოკომოტივს მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე შანსი აქვს. ფიამე ორომ კალვიზანო უნდა დაამარცხოს, რაც  ძალიან საეჭვოა.   

საბოლოოდ, ის რომ, ქართულმა კლუბმა ევროპულ საკლუბო  რაგბშიც დაიმკვიდრა თავისი ადგილი და გამოცდილება მიიღო ქართული რაგბის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები