ეროვნული ნაკრები

 2019/03/09 20:58

ეროვნული ნაკრები
იტალიასთან მინიმალური სხვაობით დავმარცხდით
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიაციო ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მეორე შეხვედრაც წააგო. ბოსნიასთან განადგურების შემდეგ, თბილისში იტალიის ძლიერ ნაკრებს დავუპირისპირდით.

იტალიელებმა ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც კრსიტიანა გირელიმ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა, მანვე დამატებაზე ივარგა და ანგარიში გახსნა – 1:0.

მესამე შეხვედრას ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ დანიასთან გავმართავთ, რომელმაც პირველ ტურში მალტას 8:0 მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრაში ისრაელი დაამარცხა. ქართულ-დანიური დაპირისპირება თბილისში, 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები