ეროვნული ნაკრებები

 2018/17/10 21:25

ეროვნული ნაკრებები
იტალია - საქართველო - მატჩზე დასწრების მსურველთათვის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

იტალია - საქართველოს მატჩამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. სასიხარულოა, რომ ფლორენციაში ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ ქართული რაგბის ქომაგები ირაზმებიან. აქედან გამომდინარე, არტემიო ფრანკის სტადიონზე ტრიბუნების მხარდაჭერა არ დაგვაკლდება.  

სწორედ ამიტომ ავიაკომპანია „მაივეი ეირლაინსმა“ (Myway Airlines) ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის სპეციალური შეთავაზება მოამზადა, რომლის ნახვაც კომპანიის გვერდზეა შესაძლებელი. 

მოკლევადიან შეთანხმებაზე, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტთან გოჩა სვანიძესთან ისაუბრეს.

 

„ამ შესაძლებლობით ამაყები ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „მაივეი ეირლაინსი“ ახალი ქართული ავია-კომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში განახორციელებს“ – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ჩვენთვის ყველა პარტნიორი ძვირფასია და ურთიერთობის ფორმებს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ. კარგი იქნება თუ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენს ნაკრებ გუნდებს ხშირად უწევთ მგზავრობა სხვადასხვა ქვეყნებში“ – თქვა გოჩა სვანიძემ.

 

rugby.ge 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები