ეროვნული ნაკრებები

 2018/04/06 15:28

ეროვნული ნაკრებები
იტალია ბორჯღალოსნებს ფლორენციაში უმასპინძლებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 10 ნოემბერს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ჩატარების დრო და ადგილი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. შეხვედრა ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 43 147 მაყურელებს იტევს.

აღნიშნული სტადიონი იტალიის სერია ა-ს კლუბ ფიორენტინას საკუთრებაა. სარაგბო დაპირისპირებას კი, მან ორჯერ უმასპიძლა და „აძურის“ ისტორიული გამარჯვების მოწმეც გახდა. 2016 წლის 19 ნოემბერს, იტალიამ ფლორენციაში სამხრეთ აფრიკა  მიიღო და მეტოქე ისტორიაში პირველად დაამარცხა  20-18.

ბორჯღალოსნები მომავალ მეტოქეს სულ  სამჯერ შეხვდნენ და სამივე შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და ის  „აძურიმ“ 31-14 მოიგო.  2000 წელს, 6 ერის ზღვარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51-7  იმარჯვა.

„აძურის“, ბოლოს, 15 წლის წინ ვეთამაშეთ.  მაშინ იტალიელებმა 9-ქულიანი სხვაობით – 31-22 დაგვამარცხეს.

 

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები