სამბო

 2018/09/11 22:49

სამბო
ისტორიული შედეგი სამბოში – ნინო ოძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბუდაპეშტში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო ოძელაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 

72 კილოში ქართველი სამბისტი რუმინელ ლორენა-ალექსანდრა პოდელენცკის დაუპირისპირდა. ჩვენებურმა კარგად დაიწყო და პირველი ქულაც მოიპოვა. მეტოქე გააქტიურდა, მაგრამ უსაქმოდ არც ნინო გახლდათ, ვინც მეორე ქულაც მიისაკუთრა. მალევე რუმინელმა სპორტსმენმა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, 30 წამით ადრე ჩვენებურმა მეტოქე შებოჭა, რაშიც 4 ქულა დაიმსახურა.

საბოლოოდ, ნინო ოძელაშვილმა 6:1 მოიგო და ქალთა თანრიგში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. შეხვედრის შემდეგ, მან საფირმო ცეკვა და აკრობატული ილეთებიც შემოგვთავაზა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები