ეროვნული ნაკრებები

 2019/30/08 20:28

ეროვნული ნაკრებები
ისტორიული მატჩის წინასამატჩო პრესკონფერენცია
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ბორჯღალოსნებმა 31 აგვისტოს (20 საათი)  გასამართი ისტორიული მატჩის წინ, „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მილტნ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა, მიხეილ ნარიაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:

მთავარმა მწვრთნელმა თავდაპირველად მომავალი შეხვედრის და სტადიონის გავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

– ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება თიერ 1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია და მას გვერდზე არ გადავდებთ, ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს.

– ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად, ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი პირთამდე ივსება. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ სტადიონზე და მთელს მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში.

ჰეიგს გავრცელებული ამბის შესახებაც კითხეს, რომლის თანახმად ტრავმირებული გიორგი ცუცქირიძის ნაცვლად, ნაკრებს შესაძლოა მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს

– მამუკას ნაკრებში დაბრუნების ამბავს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ. ამის შესახებ მამუკასთან არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ცუცქირიძის ტრავმის შემდეგაც გვქონდა საუბარი, თუმცა, ეს სელექციის საკითხია და როდესაც ჩავატარებთ შოტლანდიასთან მატჩს, მწვრთნელები ამის შემდეგ ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხზე, – თქვა ჰეიგმა.

 

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით...



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები