ეროვნული ნაკრებები

 2018/09/11 18:18

ეროვნული ნაკრებები
ისტორიაში პირველად, თბილისში პირველი ეშელონის გუნდი ჩამოვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

როგორც უკვე იცით საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები მომავალ წელს, მსოფლიო ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ ეტაპზე ორ მატჩს ჩაატარებენ ერთმანეთში. დღეს შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ამ მატჩების თარიღები. პირველი თამაში 31 აგვისტოს თბილისში გაიმართება, ხოლო ერთი კვირის თავზე 6 სექტემბერს კი აღნიშნულ დაპირისპირებას უკვე შოტლანდია უმასპინძლებს.

შეგახსენებთ რომ პირველი დონის ნაკრები თბილისში აქამდე არასდროს არ ყოფილა და შოტლანდია მათ შორის პირველია, რომელმაც თბილისში თამაშის სურვილი გამოთქვა. საქართველოსა და შოტლანდიას აქამდე ერთმანეთში სულ ორჯერ უთამაშიათ პირველად 2011 წლის მსფლიო ჩემპიონატზე ახალ ზელანდიაში 15:6 დაგვამარცხეს, ხოლო 2016 წელს კილმარნოკში კი 43:16 გაგვანადგურეს. 

შეგახსენებთ, იმასაც რომ ხვალ 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. „ბორჯღალოსნები “,  ფლორენციაში იტალიას დაუპირისპირდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები