ძიუდო

 2018/25/09 18:29

ძიუდო
ისევ ვერცხლი [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ისევ ვერცხლი. ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 100 კგ წონით კატეგორიის ფინალში, ვარლამ ლიპარტელიანი სამხრეთ კორეელ  გუჰომ ჩოს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ვაზარის ილეთით დამარცხდა. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითად 4 წუთში მომგებიანი ქულის მოპოვება ვერც ერთმა ძიუდოისტმა მოახერხა. დამატებით დროში კი, ვარლამ ლიპარტელიანს პასიურობისთვის მეორე გაფრთხილება მისცეს და ქართველი სპორტსმენი იძულებული გახდა, გაერისკა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც. კორეელმა ქართველი კონტრილეთზე დაიჭირა და ვაზარის ილეთით დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სამჯერ იასპარეზა და საწმუხაროდ, სამივეჯერ დამარცხდა. ასევე, ის ბრინჯაოს ორ მედალს ფლობს. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები