ბერძნულ-რომაული

 2019/30/06 16:11

ბერძნულ-რომაული
იაკობ ქაჯაიას ვერცხლის მედალი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ ასპარეზობა დაასრულა. ბოლო სპორტსმენი, რომელიც დღეს გამოვიდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (+130კგ) იყო. ქართველი ფალავანი ფინალურ ორთაბრძოლაში ბელარუს კირილ ჰრიშჩანკას დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა. 

ამრიგად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მინსკის მეორე ევროპული თამაშები 30 მედლით (6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო) დაასრულა.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები