ძიუდო

 2018/24/09 13:11

ძიუდო
ისევ უმედლოდ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებისთვის მეხუთე დღეც უიღბლო გამოდგა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ორივე ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი, ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. ბექა ღვინიაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო გერმანელ ედუარდ ტრიპელთან. რაც შეეხება უშანგი მარგიანს, ის პირველ წრეში ისვენებდა, მეორე რაუნდში ჩინელი ჰებილიჯი ბუ, მესამე რაუნდში კი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე თეოდორს ცილედისი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში იაპონელ კენტა ნაგასავას ვერაფერი მოუხერხა და დამარცხდა. 

ამრიგად, 5 დღის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი მხოლოდ ერთი ბრინჯაოა, რომელიც ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ანგარიშზეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები