ბერძნულ-რომაული

 2019/13/04 21:54

ბერძნულ-რომაული
ისევ ოქროს გარეშე, ქაჯაია ვერცხლს დასჯერდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სამწუხაროდ, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მიუღწეველი აღმოჩნდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, -130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია რიზა კაიას დაუპირისპირდა. ჭიდაობა ქართველის აქტიურობით მიმდინარეობდა, თუმცა,  ტიტულოვანი თურქის გამარჯვებით (3:0) დასრულდა, რითაც მე-9 ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამასთან, დღევანდელ დღეს -63 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

14 აპრილს, ჩემპიონატის ბოლო დღეს ორი მედლის მოპოვების შესაძლებლობა გვექნება. ბრინჯაოსთვის საჩინო დავითაია იბრძოლებს, ხოლო ნავსის გატეხვასა და ოქროს მედლის მოპოვებას ლაშა გობაძე შეეცდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები