ფარიკაობა

 2019/14/02 02:34

ფარიკაობა
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასი მეთოთხმეტედ მოიგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე,  ქართველმა პარაოლიმპიელმა ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მისთვის მსოფლიო თასებზე მოპოვებული მეთოთხმეტე ოქროს მედალია. 

ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. შემდეგ, ფლეი-ოფში, ჯერ  ტაილანდელი ჯანა სეისუნი, მერე ჩინელი შუმეი ტანი დაამარცხა. ფინალში კი, უკრაინელ  ოლენა ფედოტას გაუმკლავდა (15:10).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები