თავისუფალი

 2019/10/04 21:01

თავისუფალი
ირაკლი მწითურის გმირობა და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ირაკლი მწითურის გმირობა ევროპის ჩემპიონატზე და საოცრად მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე (92 კგ)  ირაკლი მწითური რუსეთის სახელით მოასპარეზე  კურბანოვს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, 1:3 მარცხდებოდა, თუმცა, ქართველმა ფალავანმა გამოამჟღავნა მებრძოლი სული, ორი ქულა წაართვა რუს მეტოქეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები