ძალოსნობა

 2019/13/04 11:27

ძალოსნობა
ირაკლი ჩხეიძემ საქართველოს მორიგი მედალი მოუტანა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლით დაიწყო. 102 კგ წონით კატეგორიაში  ქართველმა სპორტსმენმა  ატაცში 169 კგ-ს დაძლევა შეძლო და  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მედალთან ერთად ატაცში ირაკლიმ მუხლიც დაიზიანა, რამაც სამწუხაროდ მეორე დისციპლინაში ასპარეზობისას იჩინა თავი.  სწორედ, ტკივილის გამო ირაკლიმ  პირველი ორი მისვლა ჩააგდო. მესამზე 203 კგ აწია  და 372 კგ-თი ორჭიდის ჯამში მეოთხე ადგილს დასჯერდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები