ძალოსნობა

 2019/06/06 18:23

ძალოსნობა
ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონია
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე 4 სხვადასხვა ხარისხის მედალია.

ძალოსანთა 2019 წლის ყულაბას ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატიდან პირველი მედალი არჩილ მალაყმაძემ შემატა. ძალოსანმა ატაცის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს კი, ფიჯიზე უკვე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ირაკლი ჩხეიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ძალოსანი აკვრასა და ორჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

8 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მსოფლიო ფიცარნაგზე +109 კგ. წონით კატეგორიაში თორნიკე ტაბატაძე იასპარეზებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები