NBA

 2018/05/12 20:03

NBA
იოაკიმ ნოა მემფის გრიზლიში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

33 წლის ამერიკელი ცენტრი, იოაკიმ ნოა, კარიერას მემფის გრიზლიში გააგრძელებს. მან გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. 

ორგზის NBA-ის ყველა ვარსკვლავის მონაწილე კალათბურთელი მემფისურ გუნდს ნიქსიდან შეუერთდა.

ნოა დრაფტზე 2007 წელს, პირველი რაუნდის მეცხრე პიკად, ჩიკაგო ბულსმა აიყვანა, სადაც 2016 წლამდე თამაშობდა.

ამის შემდეგ, ნიუ იორკ ნიქსს მიაშურა და საკუთარი ძალები G ლიგაშიც გამოსცადა.

ამერიკელს NBA-ში, საშუალოდ, 28.6 წუთი უწევდა თამაში და 8.9 ქულას, 9.3 მოხსნას, 2.9 პასსა და 1.3 ბლოკს მოუყარა თავი.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები