მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/23/07 21:13

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
იოახიმ ლიოვი: ყველაფერი შესაცვლელია!
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა მედიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი კრახის შესახებ ისაუბრა. 

 საკამრისი ფაქტები გვაქვს, რომ უახლოეს კვირებში ანალიზი გავაგრძელოთ. გუნდში ყველაფერი შესაცვლელია. გვჭირდება გადახალისება და ამ საკითხზე მუშაობას აქტიურად დავიწყებთ. ჩემი ფუნქცია ფეხბურთელებში ენთუზიაზმისა და სიამაყის ხელახლა გაღვიძებაა. ფაქტია, რომ გერმანიამ სტილი უნდა შეიცვალოს და ლაღი ფეხბურთი ითამაშოს. მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდ ფორმაში ვიყავით. ბიჭებს ეტყობოდათ, რომ პირველობისკენ სწრაფვის სურვილი აკლდათ,   განაცხადა ლიოვმა. 

შეგახსენებთ, „ბუნდესნაკრები“ 2018 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა. ლიოვის შეგირდებმა მექსიკის, შვედეთისა და სამხრეთ კორეის ბაირიერები ვერ გადალახეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები