ლეგიონერები

 2019/15/04 19:10

ლეგიონერები
დავით ვოლკოვი: სწორი ნაბიჯი გადავდგი
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ქართველი თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი, 2019 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადავიდა, სადაც გაბალას ღირსებას იცავს. მან 24-ე ტურში კეშლას წინააღმდეგ ასპარეზობისას, სადებიუტო გოლიც გაიტანა.

Sport24-ი 23 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა:

– მიმაჩნია, რომ გაბალაში გადასვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი. სიმართლე გითხრათ, ადაპტაცია არ გამჭირვებია. მიზანი სამეულში შესვლა და თასის მოგებაა, რომლის საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს. 

ეროვნული ლიგა და აზერბაიჯანის ჩემპიონატი

– საქართველოში სულ სხვა სტილია. იქ ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. აზერბაიჯანში უფრო სირბილზე და ძალაზეა აქცენტი. ქართველი მოთამაშეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკით. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქ ყველა გუნდს მაღალი დონის სტადიონი და სავარჯიშო ბაზა აქვს. სულ 2 კლუბია, რომელთაც ხელოვნურ საფარზე უწევთ ასპარეზობა, მაგრამ, როგორც ვიცი, მალე მათაც აეკრძალებათ. ბუნებრივი საფარი ვისაც აქვს, უვლიან. ამ მხრივ, პრობლემა არაა. 

საქართველოს ნაკრები...

– საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსი, ვფიქრობ, გაზრდილია. მთავარია, სტაბილურად ვითამაშო და შედეგი დავდო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. დანარჩენი კი, მწვრთნელის გადასაწყვეტია. 

ევროპული ვარიანტები...

– გაბალასთან კონტრაქტი წლის ბოლომდე მაქვს. ახლა ჩემი ფიქრები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომელიც სამეულში მოხვედრა და თასის მოგებაა. შემოთავაზებების შესახებ, არაფერი ვიცი და არც ის, მოვაწერ თუ არა ახალ ხელშეკრულებას ხელს. 

შეგახსენებთ, ვოლკოვი წლების განმავლობაში გაგრას, თბილისის დინამოს, ჩიხურას, სიონის, ზემუნისა და საბურთალოს ღირსებას იცავდა. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები