ესპანეთი

 2019/06/08 15:30

ესპანეთი
ინტერი ბარსელონას ფეხბურთელს არ ეშვება
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

FC Inter News-ის ინფორმაციით, ინტერი ბარსელონას ფეხბურთელს, არტურო ვიდალს, არ ეშვება. 

უცხოური მედია წერდა, რომ ტრანსფერი თავიდანვე განწირული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, „ნერაძურის“ მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ჩილელის ყიდვას კვლავ აპირებს. 

სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი და იტალიელი სპეციალისტი ერთმანეთს იუვენტუსში გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობენ. 

შეგახსენებთ, გასულ საკლუბო სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა და  3 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები