ესპანეთი

 2018/08/05 16:02

ესპანეთი
ინიესტას ორი აზიური ვარიანტი
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

კატალონიის ბარსელონას ლეგენდა ანდრეს ინიესტა, ზაფხულში კლუბს ოფიციალურად დატოვებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერას ჩინეთში გააგრძლებს, თუმცა, ჯერჯერობით, ამის შესახებ კომენტარი ბლაუგრანას წარმომადგენელს არ გაუკეთებია. 

გამოცემა Bild-ის ცნობით, დონ ანდრესს იაპონელებიც ეპატიჟებიან და არაა გამორიცხული, ამ უკანასკნელმა გეზი აღმოსავლეთისკენ აიღოს. მანამ, სანამ „ლა მანსიას“ გაზრდილი არჩევანს გააკეთებს, ირკვევა, რომ ესპანელისთვის სერიოზული ბრძოლაა „გაჩაღებული“. 

ჩინელები ინიესტასთვის კოლოსალურ თანხასთან ერთად, 2 მილიონი ბოთლი ღვინის გადახდას აპირებენ. წავა, თუ არა ანდრესი უცნობია. ყველაფერი, როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე ბურუსში იქნება გახვეული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები