ინგლისი

 2019/11/07 18:46

ინგლისი
ინგლისურ კლუბს იგუაინის დამატება სურს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

Sky Italia-ს ცნობით, ვესტ ჰემს იუვენტუსიდან გონსალო იგუაინის არენდით აყვანა სურს.

„ჩაქუჩების“ რიგები მარკო არნაუტოვიჩმა და ლუკას პერესმა დატოვეს, ხოლო ენდი ქეროლს კონტრაქტის ვადა ამოეწურა. შესაბამისად, კლუბში მხოლოდ ორი შემტევი, ჩიჩარიტო და ჯორდან ჰიუჯილი დარჩნენ. ამასთან, შესაძლოა, მექსიკელი ფეხბურთელი ფიორენტინაში გადავიდეს.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეტევითი ხაზის გასაძლიერებლად, არგენტინელის არენდით დამატება გამოსყიდვის უფლებით სურთ. იტალიელები იგუაინს 40 მილიონ ევროდ აფასებენ. 

31 წლის იგუაინმა ბოლოს სწორედ პრემიერ ლიგაში, ჩელსის რიგებში იასპარეზა, სადაც 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები