ეროვნული ნაკრებები

 2019/10/08 22:55

ეროვნული ნაკრებები
ილიას ზუროსი: ფაჩულია ძალიან მშრომელი სპორტსმენია, ბითაძეს კი, ბუნებრივად აქვს უდიდესი ნიჭი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მალე, ჩვენი ქვეყანა დიდ საკალათბურთო ფორუმს უმასპინძლებს. 2021 წელს თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება არა მარტო ქართული კალათბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა. 

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ Sport24 საქართველოს კალათბურთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს, დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

– ის, რომ საქართველო მსგავსი დონის ტურნირს მასპინძლობს  ქართული კალათბურთის დიდი აღიარებაა. დარწმუნებული ვარ აღნიშნული ტურნირი საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციას უფრო შეუწყობს ხელს და ინტერესიც გაიზრდება. 

საქართველოს ნაკრები ერთდროულად რამდენიმე ლიდერმა დატოვა – ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი ასეთი მოთამაშეების ჩანაცვლება ძალიან რთულია, მაგრამ საქართველოში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია, რომლებიც გამოცდილების მატებასთან ერთად დიდ კალათბურთს ითამაშებენ. ასევე გვყავს ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არიან. 

რაც შეეხება გოგა ბითაძეს. ის ცალკე სასაუბრო თემაა. მას უდიდესი ტალანტი აქვს მსოფლიო დონის კალათბურთელი გახდეს. მას და ზაზა ფაჩულიას თუ შევადარებთ. ზაზა ძალიან მშრომელი სპორტსმენია და ამდენს საკუთარი შრომით მიაღწია. გოგას კი, ბუნებრივად აქვს უდიდესი ნიჭი და მას სწორედ გამოყენება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, გოგა თავისი თამაშით ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები