საფრანგეთი

 2019/03/09 14:18

საფრანგეთი
იკარდი პარი სენ-ჟერმენში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საბოლოოდ, მაურო იკარდიმ ინტერი მაინც დატოვა და კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს, სადაც 1-წლიანი იჯარით იქნება. ფრანგებს არგენტინელი ფეხბურთელის (ვინც ინტერთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა) გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

აბდუ დიალოს, იდრისა გეიეს, პაბლო სარაბიას, კეილორ ნავასის, მარსინ ბულკას, ანდერ ერერასა და სერხიო რიკოს შემდეგ, იკარდი ფრანგთა მერვე შენაძენია. ამასთან, 26 წლის შემტევი პარიზელთა ისტორიაში მე-16 არგენტინელია.

იკარდიმ ინტერში 6 სეზონი გაატარა, რა დროშიც, 219 შეხვედრაში 124 გოლი გაიტანა. ახალ კლუბში 18-ნომრიან მაისურს მოირგებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები