ევროტურნირები

 2019/07/08 21:23

ევროტურნირები
იაპ სტამი: იდეალური ფორმისგან შორს ვართ
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფეინოორდი თბილისის დინამოს უმასპინძლებს. 

მატჩის დაწყებამდე როტერდამელების მთავარმა მწვრთნელმა, იაპ სტამმა, კომენტარი გააკეთა: 

– იდეალური ფორმისგან შორს ვართ, თუმცა, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ფეხბურთელებიც მატჩისთვის მზად არიან. ახლა ჩვენს კლუბში კარგი სიტუაცია არ არის, მაგრამ ხელმძღვანელობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. 

ცუდია ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში სენტ-ჯასტი დაგვაკლდება, რომელიც კარიერას მაინცში გააგრძელებს– აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, სენტ-ჯასტი გერმანელების ბანაკში 9 მილიონ ევროდ გადაბარგდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები