სხვადასხვა

 2019/04/08 16:17

სხვადასხვა
ჰერაკლესის შეხვედრა ქათმისა და კვერცხების გამო შეწყდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჰერაკლესისთვის ერედივიზიონის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო. პირველ ტურში ჰერენვენთან გამართული შეხვედრა ქათმისა და კვერცხების გამო შეწყდა.

შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მასპინძელთა ფანებმა მოედანზე კვერცხები ისროლეს და თეთრი ქათამი შეუშვეს, რის გამოც შეხვედრის არბიტრმა მატჩი გააჩერა. ქათმის დაჭერას დიდი დრო დაეთმო და მატჩი რამდენიმეჯერ გაჩერდა. ამასთან, კვერცხების აღებას გარკვეული დრო დასჭირდა. ამ ყველაფრის გამო, ჰერაკლესს გარკვეული სანქციები დაეკისრება.

ფანებისგან ამ ქმედებას საკუთარ ახსნა აქვს. გასულ თვეში კლუბის მესვეურებმა სტადიონისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტეს. ეს ყველაფერი ფანებს არ მოეწონათ და მისი გაპროტესტება ასეთი ჟესტით გადაწყვიტეს. 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სტუმრებმა დამაჯერებლად (4:0) იმარჯვეს. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები