ევროტურნირები

 2019/29/05 01:03

ევროტურნირები
ჰარი კეინი მზადაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ტოტენჰემს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ძირითადი თავდამსხმელი, ჰარი კეინი უბრუნდება. მოგეხსენებათ, ინგლისელმა დაზიანება 1/4 ფინალში, სიტისთან შეხვედრისას მიიღო.

გუნდის თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მის განკარგულებაში ყველა მოთამაშეა:

ჩვენ 23 მოთამაშე გვყავს და არა 11. ჩემი საქმე იმ ფეხბურთელების არჩევაა, რომლებიც შეხვედრას დაიწყებენ.

ეს ფეხბურთია, ამიტომ გადამწყვეტი, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამიც აღმოჩნდეს. სწორედ მსგავსი რამ მოხდა კოპა დელ რეის ფინალში, სარაგოსას წინააღმდეგ.

ძალიან ბედნიერი ვარ. გასული ორი კვირის განმავლობაში, ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. ფინალში ყოფნა დიდ პრივილეგიაა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ფიზიკურად და მენტალურად მზად ვართ, მაგრამ ფინალი განსხვავებულია და სხვადასხვა გარემოებას ექვემდებარება. მთავარია, პოზიტიურად ვიყოთ განწყობილი და 100%-ით დავიხარჯოთ.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემი ლივერპულს შეხვდება. მატჩი 1-ელ ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები