ლეგიონერები

 2019/14/08 22:13

ლეგიონერები
გვილიამ ლეგიას ულიდერა – გოლს + საგოლე გადაცემა (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ვაკო გვილიას ლეგია ათრომიტოსს ესტუმრა. პოლონეთში გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს, ხოლო საბერძნეთში ჩვენებურის წყალობით, ლეგიამ 2:0 იმარჯვა და ფლეი-ოფში გავიდა.

ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტოში დაიწყო და 29-ე წუთზე პაველ სტოლარსკის გაატანინა, ხოლო 51-ე წუთზე გოლი თავადაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

პოლონელთა მეტოქე მიდტიულანდსა და რეინჯერსს შორის გამარჯვებული იქნება. სტივენ ჯერარდის შეგირდებმა დანიაში 4:2 იმარჯვეს. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები