ინგლისი

 2019/18/07 00:03

ინგლისი
გვარდიოლა: როდრი სწრაფად აზროვნებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მანჩესტერ სიტის ახალწვეულმა, როდრი ერნანდესმა, ვესტ ჰემთან კლუბის მაისური პირველად მოირგო. ქალაქელებმა 4:1 იმარჯვეს, რის შემდეგაც, ესპანელმა თავკაცმა თანამემამულე შეაქო.

ის მაღალია, რაც ჩვენნაირი დაბალი ფეხბურთელების მფლობელი გუნდისთვის კარგია. სტანდარტულების დროს სასარგებლოა, მაგრამ ამისთვის არ გვიყიდია.

ახალგაზრდაა, ტიპური ნახევარმცველი, ვინც სწრაფად აზროვნებს. ვფიქრობთ, კლუბში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

ამ კლუბში მოსვლის დღიდან, ვცდილობ, 21, 22 ან 23 წლის მოთამაშეები დავიმატო. როდრი ეროვნული ნაკრების წევრია და მას მეორე სერხიო ბუსკეტსს ეძახიან. ამიტომ ვფიქრობ, კარგი მოთამაშე დავიმატეთ, – განუცხადა გვარდიოლამ კლუბის ოფიციალურ საიტს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები