ფუტსალი

 2018/30/12 16:39

ფუტსალი
გურამ კაშია: მპოვნელს აუცილებლად დაგასაჩუქრებთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, თბილისში საფულე დაკარგა. ფეხბურთელს საფულეში გარკვეული თანხა, საკრედიტო ბარათები და ჰოლანდიის მართვის მოწმობა ჰქონდა. ამის შესახებ, გურამმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, „სპორტი იმედზე“ ისაუბრა:

– არც ფული და არც ბარათები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მართვის მოწმობა. აწი ჰოლანდიაში მართვის მოწმობას ვერ ავიღებ და შესაბამისად, ვერც ვარჯიშებზე ვივლი.  ამიტომ, გთხოვთ, თუ ვინმე იპოვით , დამიკავშირდეთ და მპოვნელს აუცილებლად დაგასაჩუქრებთ, – განაცხადა გურამ კაშიამ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები