ლეგიონერები

 2018/23/05 11:07

ლეგიონერები
გურამ კაშია: შესაძლოა, ეს კლუბიდან წასვლის ბოლო შანსი იყოს
ავტორი
თორნიკე ზეიკიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არმენის ვიტესის უკანახაზელი გურამ კაშია, შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა და ამ თემასთან დაკავშირებით, კლუბის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა. კაშიას თქმით, შესაძლოა, ეს მისთვის სხვა კლუბში გადასვლის ბოლო შანსი იყოს.


„მე ვიტესში ძალიან ბედნიერი ვარ, აქ გავატარე ჩემი საუკეთესო 8 წელი. თითოეული დღე მახსოვს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, თასის მოგება იყო“.

„უკვე 31 წლის ვარ. შესაძლოა, ეს კლუბიდან წასვლისა და ახალი გამოწვევების მისაღებად, ბოლო შანსი იყოს. მინდა ახალი კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. ჩემს მომავალთან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობასა და ოჯახის წევრებთან საუბარს ვაპირებ“,  განაცხადა გურამ კაშიამ vitesse.org-თან საუბრისას.


შეგახსენებთ, გურამ კაშია ვიტესში თბილისის დინამოდან 2010 წელს გადავიდა. მან 2017-2018 წლების სეზონში, არმენელთა მაისურით, 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 4 ჯერ გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები