ძიუდო

 2019/31/08 10:07

ძიუდო
გურამ თუშიშვილმა მეორე ბრძოლაც მოიგო (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, მეორე ბრძოლა გურამ თუშიშვილს (+100 კგ)  საკმაოდ გაუჭირდა. მეორე ეტაპზე მისი მეტოქე ტაჯიკი ტიმურ რახიმოვი იყო, რომელმაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ძალიან მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ერთ მომენტში ვაზართან ძალიან ახლოს იყო.

მიუხედავად ცოტა ნერვიულობისა, გურამმა კლასის ხარჯზე მაინც შეძლო მეტოქის დამარცხება. ქართველმა ფალავანმა მეტოქე ოსაეკომით დაამარცხა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები