თავისუფალი

 2018/18/04 06:03

თავისუფალი
გუნდური მეხუთე ადგილი და მარსაგიშვილის დაბრუნება
ავტორი
ნინო ახობაძე

7-8 აპრილს, აშშ-ს ქალაქ აიოვა-სითიში გამართულ მსოფლიო თასის ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჩვენებმა  
იაპონიის გუნდთან 3:7 დათმეს. გამარჯვება მხოლოდ დავით მარსაგიშვილმა (92), გივი მაჭარაშვილმა (97) და ზვიად მეტრეველმა (125) შეძლეს.


წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა ინდოეთის წინააღმდეგ და მეტოქე  8:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გამარჯვებები მოიპოვეს:  თეიმურაზ ვანიშვილმა (57), ლევან ქელეხსაშვილმა (70),  ტარზან მაისურაძემ (74), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79),  დავით ხუციშვილმა (86), დავით მარსაგიშვილმა (92), გივი მაჭარაშვილმა (97) და ზვიად მეტრეველმა (125).

მასპინძელ გუნდთან  შეხვედრა ჩვენებურებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა – 8:2 დაგვამარცხეს ამერიკელებმა. წარმატებული ასპარეზობა მხოლოდ  დავით მარსაგიშვილმა (92)  და  ლაშა ლომიძემ (61) მოახერხეს.

საქართველოს ნაკრები გუ
 მესამე ადგილზე გავიდა, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ის  მონღოლეთს დაეჭიდა და 6:4 მოიგო. წარმატებით იასპარეზეს მაგამედ საიდოვმა (65), ლევან ქელეხსაშვილმა (70), ტარზან მაისურაძემ (74), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79), დავით მარსაგიშვილმა (92) და გივი მაჭარაშვილმა (97).


ამ ტურნირზე გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარსაგიშვილი დაბრუნდა. მან არაჩვეულებრივად იასპარეზა და ყველა შეხვედრა მოიგო
.

აღსანიშნავია ასევე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, დღის შეხვედრად აღიარებული ტარიელ გაფრინდაშვილისა და მონღოლი  ინდერკჰუუ განთულგას ორთაბრძოლა, რომელიც  უჩვეულო ანგარიშით – 22-17, გაფრინდაშვილის სასარგებლოდ დასრულდა.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები