ლეგიონერები

 2019/11/08 00:28

ლეგიონერები
გულნარა გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქართველი ქალი ფეხბურთელის, გულნარა გაბელიას კაზიგურტი ჩემპიონთა ლიგის  ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს. ყაზახურმა გუნდმა ორი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო.

პირველ მატჩში სტრეიმური 9:0 გაანადგურეს. ქართველმა შემტევმა პირველ ტაიმში ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო შესვენებაზე მისი დასვენება გადაწყვიტეს და შეცვალეს. მეორე მატჩში ყაზახები ფლორას დაუპირისპირდნენ და 2:0 იმარჯვეს. გაბელია ძირითადში იყო, 87-ე წუთზე ყვითელი მიიღო, ხოლო 90-ზე შეცვალეს. 

შიმკენტი ჯგუფს სწორედ ბურთების უკეთესი შეფარდებით ლიდერობს. დასკვნით ტურში ასევე 6 ქულის მფლობელ ვანტაას დაუპირისპირდებიან და პირველი ადგილის მფლობელიც გაირკვევა.

აქვე გეტყვით, რომ ამავე გათამაშებაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნიკეც ასპარეზობს, რომელმაც  ჯერ ჰიბერნიანთან (0:3), ხოლო შემდეგ პომიურთან (0:4) წააგო და ბოლო ადგილს იკავებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები