ესპანეთი

 2019/07/08 14:40

ესპანეთი
გრიზმანისა და მესის დაძაბული ურთიერთობა პიკს აღწევს (VIDEO)
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ბარსელონას გასახდელში დაძაბული სიტუაციაა. 4 აგვისტოს, გამპერის თასზე, არსენალთან მატჩის დროს, ესპანურმა ტელევიზიებმა სათადარიგო სკამზე დაბრუნებული ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი დააფიქსირეს.

მოედნიდან გასულმა ფრანგმა ფორვარდმა, სათადარიგო სკამზე მსხდომ ყველა მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ხელი ჩამოართვა. გრიზმანმა ხელი ბარსელონას კაპიტანსაც გაუწოდა, თუმცა, მესიმ უყურადღებოდ დატოვა.

ესპანური ტელევიზიების თქმით, მესისა და გრიზმანს თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ და არც ხმა გაუციათ.

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები