ესპანეთი

 2019/23/07 17:39

ესპანეთი
გრიზმანი სადებიუტო შეხვედრაში ტრავმას გადაურჩა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ანტუან გრიზმანმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ტრავმას გადაურჩა. ფრანგი გულშემატკივარს დაპირდა, რომ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებდა და სიტყვა ჩელსისთან დაპირისპირებაში შეასრულა.

ამხანაგური შეხვედრის მე-17 წუთზე ჟორჟინიო გრიზმანს უხეშად შეეჯახა და ამ უკანასკნელმა მუხლის ტკივილის გამო, სამედიცინო პერსონალი მოითხოვა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ფრანგმა პირველი ტაიმი უპრობლემოდ ჩაამთავრა, რის შემდეგაც, შესვენებაზე შეცვალეს.

საბოლოოდ, კატალონიელებმა 1:2 წააგეს. მათი მხრიდან, გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა. გრიზმანთან ერთად, ბარსელონას რიგებში ფრენკი დე იონგისა და ნეტუს დებიუტიც შედგა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები